დღეს «ქართული ოცნების» პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე, ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა თუ შეუწყვება ენზელ მკოიანს სადეპუტატო უფლებამოსილების ხელშეუხებლობა და თუ მოეთხოვება მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან არსებობს კადრები, სადაც დეპუტატი ადამიანებს ესვრის.
26 მარტს, დღის მეორე ნახევარში, 15:28 საათის შემდეგ, ახალქალაქში კაფე «გოლდთან», რომელიც პეტროსიანს ეკუთვნის, იყო გარჩევა პეტროსიანისა და მკოიანის ახლობლებს შორის. კომფლიქტი მალევე დასრულდა. მას შემდეგ, რაც თითქოს და ყველაფერი დამშვიდდა და მხარეები დაიშალნენ, მოხდა დაპირისპირება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ისროლეს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა და პარლამენტის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა. ამის შედეგად, მეორე დღეს, სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი ხულიგნობისათვის და იარაღის ტარებისათვის დააკავეს.
«მთავარი არხის» ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ აყენებენ ენზელ მკოიანს პასუხისმგებლობის წინაშე, რატომ არ უწყვეტენ სადეპუტატო ხელშეუხებლობას, კობახიძებ თქვა, რომ მკოიანმა თავდაცვის მიზნით, სამველ პეტროსიანის თავდასხმაზე საპასუხოდ ისროლა და დაკავების საფუძველი არ არსებობს.
«ნამდვილად არსებობს ვიდეჩამაწერი, რომელიც ასახავს არსებულ ვითარებას იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც აღნიშნული კონფლიქტი მოხდა. კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის მიმართულებით ისვრის და ამაზე საპასუხოდ ენზელ მკოიანი თავდაცვის მიზნით ისვრის. ეს არის ის სურათი, რაც იკვეთება კადრებიდან და დანარჩენი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს».
„მე რომ თქვენ გესროლოთ და თქვენ მიპასუხოთ სროლით, თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.
აღსამიშნავია, რომ დღეს, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია ქვეყნის მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რადგან თვლის, რომ ენზელ მკოიანის მხრიდან სროლის ფაქტზე მას აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხისმგებლობა.