სრულიად სომხეთის პოეტის, ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმმა, საქართველოს სხვა მუზეუმებთან ერთად, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ეპიდემიის შედეგად წარმოქმნილი სირთულეები გადალახა.
2020 წლიდან, როდესაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო, კინოთეატრები, მუზეუმები და მრავალი, სხვა საზოგადოებრივი ადგილი დაიხურა. არც თუმანიანის სახლმუზეუმი იყო გამონაკლისი.
”ეპიდემიამ ძლიერად იმოქმედა ჩვენს საქმიანობაზე. თუმანიანის სახლი არის ის ადგილი, სადაც სტუმრები ყოველდღე მოდიოდნენ, ზოგჯერ, როდესაც საპატიო სტუმრები გვყავდა, არასამუშაო დღეებშიც კი, ვმუშაობდით. ერთ წელზე მეტია, მნახველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. დღეს მოხარული ვარ, რომ მოგვცეს უფლება, ისევ გავაღოთ კარი, მოგვცეს საზღვრების გახსნის უფლება. ჩვენ უკვე გვყავს სტუმრები სომხეთიდან, უცხოეთიდან და ჯავახეთიდან, რომლებიც თავიანთ ოჯახებთან ერთად ჩამოდიან, სტუდენტები ჩამოდიან ხშირად”, – ამბობს ჰოვანეს თუმანიანის სახელობის სამეცნიერო და კულტურული ცენტრის გიდი, გოჰარ მაზმანიანი.
1898 წელს ჰოვანეს თუმანიანმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ყოფილი ბეირუთიანის, ამჟამად ლადო ასათიანის ქუჩაზე დაიწყო ცხოვრება. 5-სართულიანი სახლის მე–5 სართულზე. ეს არის სახლი ხვეული კიბით, რომელიც ამჟამად მე –3 სართულამდე ადის. ის აქ იწყებს მეგობრების, მწერლების მიწვევას, შემდეგ ღაზაროს აღაიანთან, დერენიკ დემირჩიანთან და ნიკოლ აგბალიანთან ერთად ქმნიან ლიტერატურულ გაერთიანება “ვერნატუნს”. მას “ვერნატუნი” ერქვა, რადგან მეხუთე სართულზე იყო.
სიცოცხლის 40 წლის განმავლობაში, ჰოვანეს თუმანიანს, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი სახლი, ტიფლისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
1909 წელს თუმანიანი და მისი მეუღლე და მათი 10 შვილი გადავიდნენ ამ შენობაში, რომელიც იმ დროს საქართველოს სათათბიროს საპატიო წევრს, გრიგორ შანშიანს ეკუთვნოდა. შანშიანმა, რომელიც უკვე იცნობდა თუმანიანს, მას სახლის მე-5 სართული გამოუყო.
ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ბინადრობს თუმანიანის გონიერი სული, სადაც მისი ყოვლისმხედველი თვალი იყურება. მუზეუმში ფრთხილად დაცული წარსულის მტკიცებულებები მოგითხრობენ მისი ცხოვრების სანმოკლე, მაგრამ უზომოდ მდიდარი წლების შესახებ. აქ, წარსული სუნთქავს, რომელიც აწმყოდ იქცა.
დღეს თუმანიანის სახლს აქვს ოთხი ოთახი, სამხრეთის აივანი გადაჰყურებს სოლოლაკის მთაგრეხილს, ჩრდილოეთით მდებარე აივანი გადის ქუჩაზე, აქედან მთაწმინდის ხედი იშლება. პოეტის დაბადების დღეს, 2019 წელს, ამ აივანზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ თუმანიანის ბიუსტი დადგა.
მისაღებ ოთახში შეგიძლიათ იხილოთ სურბ გევორგის ეკლესიიდან ჩამოტანილი ფრესკები, რომელიც გიორგი ბაშინჯაგიანსა და ოვანეს თუმანიანს შორის დიდი მეგობრობის, სიყვარულისა და მეგობრობის ნიშანია.
მუზეუმში, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ფოტოები თუმანიანის ცხოვრებიდან, ლიტერატურული ნაწარმოებების კრებული, რომლებიც მის პირად ცხოვრებას წარმოადგენს.