ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში უკვე მრავალი წელია, არ არსებობს სასმელი წყალი. პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. სოფლის მოსახლეობა სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან, ხოლო სხვა საჭიროებებისთვის თოვლისგან ნადნობ წყალს იყენებენ.

Sulda 1

shun

სულდას უძველეს მკვიდრსაც კი არ ახსოვს დღე, როცა სოფელში სასმელი წყლის პრობლემა არ ყოფილა, ან, რაღაც პერიოდი მაინც მოგვარებულიყოს. მთელი ზამთრლის განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლების ონკანებიდან ერთი წვეთი წყალი არ მოედინება, ხოლო გაზაფხულზე, ორი თვის განმავლობაში, დღეში დაახლოებით ორი საათით აქვთ ხოლმე, ისიც ჭუჭყიანი და დასალევად უვარგისი.

dznhali jur

სოფლის მცხოვრებლები მოგროვებულ წყალს საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის იყენებენ, ხოლო საჭმლის მოსამზადებლად და დასალევად სხვა სოფლებიდან ეზიდებიან.

სოფლის მოსახლეობა დაიღალა მუდმივად ერთსა და იმავე პრობლემაზე საუბრისგან.

“ახლა სოფელში მოედინება წყალი, რომელიც ძველად იყო შემოყვანილ სოფელ კატნატუდან. ახლა, როცა თოვლი გადნა წყალი ორ დღეში ერთხელ მოდის რამდენიმე საათით ან მთელი დღით. აუზის დაცვა წყალს დილის 8 -9 საათზე ხსნის და 12-ზე კეტავს. წყლით ივსება აუზი, რის შემდეგაც მას ხან ერთი და ხან მეორე მონაკვეთისთვის ხსნიან. ეს წყალი მთელი სოფლისთვის საკმარისი არ არის. მეც ამ სოფლიდან ვარ, 56 წლის ვარ და ჩვენს სოფელში არასდროს მინახავს წყლის პრობლემა მოგვარებულიყოს”, – ამბობს სოფელ სულდას მცხოვრები, მარინა ვარდიკიანი.

მისივე თქმით, წყალს ეკონომიურად ხარჯავენ, რათა ის არ გამოილიოს. ელოდებიან წყლის მოსვლას და მხოლოდ ამის შემდეგ რეცხავენ სარეცხს.

jri pashar

„სახლში ორი ბავშვია, ადაპტაცია ძალიან რთულია, რაღაცნაირად შევეჩვიეთ. ვიყიდეთ დიდი პლასტმასის ავზები და როგორც კი წყალს გვაწვდიან, ამ ავზებში ვაგროვებთ წყალს. ვიყიდეთ საქაჩი. თვითონ შევქმენით პირობები, რომ შეგვეძლოს სარეცხი მანქანის ჩართვა. ზამთარში ორი თვე წყალი საერთოდ არ გვქონდა და სარეცხისთვის თოვლს ვადნობდით“, – დასძინა მან.

აპრილიდან სულდაში წყალი მოსახლეობამდე დღეში რამდენიმე საათით აღწევს. მაგრამ მთიდან სოფლამდე წყაროს წყალი ჯერ არ მისულა – მიზეზი უცნობია.

„ჯერ არ მინახავს ვინმე მოსულიყო და ეკითხა, მთაზეც ავედი და იქაც არავისგან გამიგია ვინმე მისულიყოს. საქმე დროულად რომ გაეკეთებინათ, წყალი წამოვიდოდა“, – ამბობს სულდის მცხოვრები, მასის ვარდიკიანი.

70 წლის ასთღიკ ხოჰანისიანი სოფელ ვაჩიანიდან არის გამოთხოვილი სულდაში. გათხოვების დღიდან სოფელში წყალი არ ახსოვს. წყალს ისევ წყაროდან ეზიდება, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობს.

Astghik Oganesyan

“ჩემი შვილები რუსეთში ცხოვრობენ. მე მარტო ვარ, როგორ შევძლებ წყლის ზიდვას, ამისთვის ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. ხელები და ფეხები მტკივა”, – ამბობს ასტხიკ ოგანესიანი.

სოფლის უფლებამოსილი პირი ზარზანდ ხუჯოიანი ამბობს, რომ პრობლემა არავის დავიწყნია და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულების შემდეგ ავლენ მთაზე და ნახავენ, რა არის იმის მიზეზი, რომ სოფელს წყალი არ აქვს.

“ველოდებით, როდის ჩაივლის აღდგომის დღესასწაულები, რათა ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. მერიიდან ნებართვა უკვე გვაქვს, რათა ავიდეთ და ვნახოთ, რა ხდება, გავატაროთ შესაბამისი სამუშაოები”, – განაცხადა უფლებამოსილმა პირმა.

სოფელში მიწათმოქმედებაა განვითარებული, თუმცა ძირითადი მიმართულება მეცხოველეობაა. სოფელში არსებულ ტბას საქონლისთვის იყენებენ. ამ ტბიდან მიეწოდება წყალი სოფელსაც.

anasunneri jur

anasunner

 

ერთადერთი, რაც სოფლის მოსახლეობას ახარებს 1-2 წლის წინათ გახსნილი საბავშვო ბაღია, მაგრამ იქაც უამრავი პრობლემა არსებობს წყლის არქონის გამო. საბავშვო ბაღში 70 ბავშვია, მათ მშობლებს ყოველდღე მიაქვთ წყალი ბაღში, რათა ბაღმა ნორმალურად იფუმქციონიროს
“ჩვენ მოგვაქვს ბაღში წყალი დიდი ცისტერნებით. მორიგეობა დავაწესეთ. ყოველ დღე ერთ-ერთ მშობელს უწევს წყლის მოტანა. ასევე იყვნენ ისეთი მშობლებიც, რომლებსაც არც სატრანსპორტო საშუალება ჰყავდათ და არც ცისტერნები ჰქონდათ. ისინი 30 ლარს უხდიდნენ სხვას, რათა წყალი მიეტანა სოფელ ვაჩიანიდან”, – განაცხადა სოფლის მცხოვრებმა, ერაზიკ ნაჩარიანმა.

aragilner

მიუხედავად ყველაფრისა სულდას მცხოვრებლები იმედს არ კარგავენ, რომ წყლის პრობლემა ადრე თუ გვიან მოუგვარდებათ.