ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ კვების პროდუქტების თვიური წილი დაურიგა სკოლამდელი განათლების დაწესებულებების იმ ბავშვებსაც, რომელთა მშობლებმაც პროგრამის დასაწყისში,მონაწილეობაზე უარი თქვეს.
რადგან მშობლებმა, რომლებმაც თავდაპირველად უარი თქვეს ბავშვებისათვის კვების პროდუქტის თვიური წილის მიღებაზე, გადაიფიქრეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, მათ ისევ შეუკვეთეს პროდუქტები. პროდუქტები პირველად 30 მარტს დარიგდა, ხოლო დღეს, იმ მშობლებს მისცეს, ვინც თავდაპირველად უარი თქვა.
პროდუქტების მიღებაზე თავიდან უარი თქვა 30 მშობელმა, 27 მათგანი №1 საბავშვო ბაღის, ხოლო 3 №2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლები არიან. ანაიდა ასატურიანის თქმით, №2 საბავშვო ბაღში კვების პროდუქტების დარიგების შემდეგ, სამი პარკი დარჩა და ეს დარჩენილი დაურიგდათ იმ მშობლებს, ვინც გადაიფიქრა. №1 საბავშვო ბაღის 27 მშობელს შორის, რომლებლაც უარი თქვეს კვების პროდუქტების მიღებაზე, 25-მა გადაიფიქრა, თუმცა გაერთიანებამ, ყოველი შემთხვევისთვის, კვების პროდუქტების 27 პარკი მოამზადა. პარკებში იყო იგივე პროდუქტი, რაც პირველ ჯერზე: მზესუმზირის ზეთი, კარაქი, ყველი, რძე, კვერცხი, ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა და შვრია.
დარჩენილი ორი პარკი, გაერთიანების გადაწყვეტილებით გადასცეს ქალაქში მცხოვრებ გაჭირვებულ ბებიას და ხაჩოს, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს საბავშვო ბაღებში არდადეგები მინიმუმ 21 აპრილამდე გაგრძელდა და კვლავ არ არის ცნობილი, იმ დროისთვის სასწავლო პროცესი განახლდება თუ არა. ამ მიზეზით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 9 დასახელების კვების პროდუქტის თვიური წილი მოამზადა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს დაურიგა.