ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ახორციელებს პროექტს “სკოლამდელი განათლებაში ახალი სტანდარტებისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა”. პროექტის მიზანია, სტატუსის მისაღებად პედაგოგებს სკოლამდელი განათლების ახალი სტანდარტები შეასწავლონ. პროექტი თებერვალში დაიყო და ივლისამდე გაგრძელდება.
პროგრამის მიზანია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების პროცესში თანამონაწილეობა, მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება სკოლამდელი განათლების პროგრამაში მონაწილეობით, სასკოლო განათლების პროგრამის შემუშავება და ინტერაქტიური საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება.
პროექტის ორგანიზატორის თქმით, გრანტი აღმზრდელებს საშუალებას მისცემს გააფართოვონ მომზადების მოდული, საბავშვო ბაღებს დაეხმარება ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის დანერგვაში. აღმზრდელები ახალ უნარებს შეიძენენ – თანამედროვე სწავლების ახალი მიდგომებისა და აღმზრდელობითი თვალსაზრისით. ეფექტიანი სწავლების დანერგვის შედეგად ბავშვებს საინტერესო გაკვეთილები და ღონისძიებები ჩაუტარდებათ, მეტ ცოდნას მიიღებენ.
პროექტს EU-ENPARD-3-ი აფინანსებს „საქართველოში სოფლის განვითარების გაუმჯობესების” პროგრამის (IRDG) ფარგლებში. პროგრამა 5 თვის განმავლობაში განხორციელდება და მუნიციპალიტეტის 13-ვე საბავშვო ბაღს მოიცავს. პროექტის ბიუჯეტი 15 ათასი აშშ დოლარია
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორ ეტაპად გადამზადდება სკოლამდელი აღზრდის 55 მასწავლებელი. ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ, პირველმა უკვე დაასრულა სასწავლო კურსი, მეორე სწავლის პროცესშია. თითოეული ჯგუფი კურსს 9 დღეში ასრულებს. პირველ ჯგუფში 28 მასწავლებელი გადამზადდა, მეორეში – 27.
პროექტის ყურადღების ცენტრშია – განათლების ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა, სკოლამდელი განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. ამას უკვე მეორე ეტაპზე შეასწავლიან. მეორე ეტაპი მაისში დაიწყება და 55-დან 20 აღმზრდელს შეარჩევენ.
კოვიდშეზღუდვების გამო, პროექტი ონლაინ-რეჟიმში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მარტში, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მეტი ეფექტიანობისთვის, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მეცადინეობები რეალურ სივრცეში ჩაეტარებინათ.
პროგრამის მენეჯერის, სერგეი ხაჩატურიანის თქმით, პედაგოგის სტატუსის მისაღებად განათლების სამინისტროს აქვს სტანდარტები. პროექტი მიზანია აღმზრდელების მომზადება იმგვარად, რომ ისინი სტატუსის მისაღებად საჭირო სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ.
“შევქმენით პირობები, რათა მათ განათლების მაქსიმალურად მიღება შეძლონ. ტრენინგის მიზანია არა მხოლოდ განათლების დონის ამაღლება, არამედ სერტიფიცირებაც. ტრენინგების შემდეგ ისინი ჩააბარებენ ტესტენს და მიიღებენ სერტიფიკატებს. შეფასდება არა მხოლოდ ტესტები, არამედ მთელი პროცესი (აქტიურობა, საშინაო დავალებები). ამის შემდეგ ამაღლდება მათი სტატუსი”, – ამბობს სერგეი ხაჩატურიანი.
ტრენინგი საკრებულოს შენობაში ჩატარდება და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი, ირმა ქურდაძე წარუძღვება. ტრენინგი წარიმართება ქართულ ენაზე და ითარგმნება სომხურად.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების 70-ზე მეტი პედაგოგია. მათთვის, ვინც აღნიშნულ პროექტში ვერ ჩაერთო, ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანება განათლების პროგრამას გაუკეთებს ორგანიზებას.
გაერთიანების დირექტორი, ანაიდა ასარტურიანი პროექტით კმაყოფილია.
“2030 წლამდე ყველა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს. მანამდე ვადა იყო 2021 წლამდე, მაგრამ ვერ მოასწრეს და ვადები გააგრძელეს. იმდენად, რამდენადაც ყველა პედაგოგის მომზადებას დიდი თანხები სჭირდება და ასეთი თანხები ჩვენ არ გვაქვს, პროექტის განხორციელება ვერ შევძელით”, – განაცხადა ასატურიანმა.
როგორც პროგრამის მენეჯერი, სერგეი ხაჩატურიანი ამბობს, პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის N2 საბავშვო ბაღისთვის ტექნიკას (სმარტ-დაფებს, სმარტ-ტელევიზორებს, წიგნებს ქართულ და სომხურ ენებზე და სათამაშოებს) შეიძენენ.
ხაჩატურიანის თქმით, N2 ბაგა-ბაღი შეირჩა იმიტომ, რომ ის ყველაზე დიდია და ის სამენოვანი ჯგუფებია: ქართული, სომხური და რუსული. N2-ე საბავშვო ბაღში 239 ბავშვია.