ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბავშვების გეგმიური აცრები, რომლებიც მშობლებმა გამოტოვეს, შეიძლება ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გაკეთდეს, რომელიც 25-დან 30 აპრილამდე გაიმართება.
ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების აცრა შესაძლებელია, 2 თვიდან 14 წლამდე. აცრა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, სირანუშ ტონაკანიანი ყველას მოუწოდებს აცრან შვილები მათი ჯანმრთელობის დასაცავად.
„ევროპული იმუნიზაციის კვირეული” ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც აპრილის ბოლო კვირაში იმართება.
“იმუნიზაცია ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იხსნის და ფართოდ არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამედიცინო მოვლენა მსოფლიოში, ამიტომ აქცია ძირითადად მიზნად ისახავს ვაქცინების გამოყენების პოპულარიზაციას ყველა ასაკის ადამიანის დაავადებებისგან დასაცავად“, – თქვა ტონაკანიანმა.
მისი თქმით, ამ აქციის მიზანია ვაქცინაციის მნიშვნელობის დემონსტრირება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მრავალი ასპექტისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში.
„იმუნიზაცია არის პროცესი, რომლითაც ადამიანი იძენს იმუნიტეტს ან ხდება რეზისტენტული ინფექციური დაავადებების მიმართ, როგორც წესი, ვაქცინის შეყვანის გზით. ვაქცინა ასტიმულირებს სხეულის საკუთარ იმუნურ სისტემას, რათა დაიცვას ადამიანი შესაბამისი ინფექციის ან დაავადებისგან. როდესაც ადამიანში ვაქცინაციის გზით ხდება იმუნიზაცია, ის დაცულია კონკრეტული დაავადებისგან. მაგრამ ყველა ადამიანის აცრა არ შეიძლება – ჯანმრთელობის ზოგიერთი დარღვევისთვის ვაქცინაცია უკუნაჩვენებია. თუმცა, მათი დაცვა შესაძლებელია, თუ ისინი ცხოვრობენ ვაქცინირებულ ადამიანებში“, – დაამატა მან.
სირანუშ ტონაკანიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მშობლებს: „ბავშვის ვაქცინაციის გზით თქვენ იცავთ მას ინფექციური დაავადებებისგან. უარის თქმით თქვენ რისკავთ თქვენი შვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“.