საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 213 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 243 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 179, „პისიარ“-ტესტით – 1 064.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,18%, ბოლო 7 დღის – 1,14%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 004 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 321 პაციენტი.

ამასთან, 24 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 241 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.