ახალქალაქში ორმოების შეკეთება უკვე დასრულებულია, თუმცა თავისუფლების ქუჩაზე, რამოდენიმე ადგილას კვლავ დარჩენილია დიდი და ღრმა ორმოები. უნდა დარჩენილიყო თუ არა ორმოები ქალაქში, რთული საკითხი აღმოჩნდა, რომლის გარკვევაც ჩვენ შევეცადეთ.
შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა ორმოები თავისუფლების ქუჩაზე, ქალაქის მერიაში განსხვავებული აზრი გამოითქვა.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის სპეციალისტის, რაზმიკ ნახატაკიანის თქმით, თავისუფლების ქუჩის ბოლო მონაკვეთს ესაჭიროება კაპიტალური რემონტი და უბრალოდ ორმოების შეკეთებას ეს ნაწილი არ ექვემდებარება. მისი მტკიცებით, თითქმის 150 მეტრი, რაც დაახლოებით 600კვ.მ. შეადგენს, კაპიტალურ გარემონტებას საჭიროებს.
“2020 წელს გზის ეს ნაწილი სრულყოფილად იქნება გარემონტებული”,- ამბობს რაზმიკ ნახატაკიანი.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერიის სხვა განყოფილებაში ამ საკითხს განსხვავებულად უყურებენ.
საბიუჯეტო საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, მკრტიჩ მღდესიანის თქმით, ეს ორმოები კომპანიას ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა შეეკეთებინა.
2019 წელს ორმოების გარემონტების ტენდერი ახალქალაქში საკმაოდ გვიან განახლდა. მერია და საპასუხისმგებლო სამსახურის შემსრულებელი შარშანდელ სარემონტო სამუსაოებზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა 2019 წლის მაისში შეთანხმებას მიაღწიეს და კომპანიამ შარშანდელი სამუშაო შეასრულა.
შარშან ახალქალაქში ორმოების გარემონტების ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და ორივე ჯერ კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” მოიგო.
საბიუჯეტო საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი, მკრტიჩ მღდესიანი ამბობს, რომ 2019 წლის დასაწყისში თანხა არ გადარიცხა, რადგან ვერ დაინახა შესრულებული სამუშაოს შედეგი.
მკრტიჩ მღდესიანის მტკიცებით, მერიამ მთლიანი თანხა უკვე გადაიხადა, მაგრამ სამუშაოები არ არის ბოლომდე დასრულებული. მისი თქმით, კომპანიას ორმოები სოფელ ბავრადან ახალქალაქამდე უნდა შეეკეთებინა.
კომპანია “ჯავახ ავტო გზის” დირექტორის, ჯაბა ძირკვაძის თქმთ, მათ ორმოების შეკეთება დაასრულეს.
თავისუფლების ქუჩაზე არსებული ორმოების შესახებ მან მოგვახსენა: “მე არ ვიცი, ჩვენ ჩვენი სამუშაო შევასრულეთ, დანაჩენთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში იკითხეთ”.
როგორც ირკვევა, თავისუფლების ქუჩაზე ორმოების შეკეთებისათვის უნდა გადაეხადათ თუ არა ახალქალაქის მერიაში ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ.