ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა კარტოფილის მოსაყვანად სასუქის ღირებულების სუბსიდირების მოთხოვნით სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის სამინისტროს წერილი გაუგზავნეს. ჯერჯერობით პასუხი უცნობია.
8 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისიის სხდომაზე დეპუტატმა, შირვან შირინიანმა გამოთქვა მოსაზრება, მთავრობას მიმართონ, რათა სახელმწიფომ, თუ ეს შესაძლებელია, სასუქების შესყიდვაზე სუბსიდია განახორციელოს.
ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, შირვან შირინიანის ინიციატივა განიხილეს და გადაწყვიტეს სცადონ.
დეპუტატებმა მოამზადეს წერილი და გაგზავნეს, თუმცა პასუხი არ არის. სამინისტრომ წერილი მიიღო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო პასუხს ელოდება.
ახალქალაქი სახელმწიფოს სასუქების შესყიდვის სუბსიდირებას სთხოვს