17 აპრილს, ახალქალაქში, ისევე, როგორც სხვა სომხურ ეკლესიებში, სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლმა წმინდა აღდგომა აღნიშნა. ეს დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ხუთ დღესასწაულს შორის ერთ-ერთი მთავარია.
ჩვენი ღვთის, იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს “აღდგომა” ჰქვია, სომხური სიტყვა «ზატიკ» (აღდგომა), სავარაუდოდ, სიტყვა “აზატუთიუნ“, “აზატველ” (თავისუფლება, გათავისუფლება) სიტყვიდან მოდის და ტანჯვისგან, ბოროტებისა და სიკვდილისგან გათავისუფლებას ნიშნავს. მისი მნიშვნელობა სიკვდილიდან ახალ ცხოვრებამდე, მიწიდან ზეცისკენ გადასვლას ნიშნავს.
ჯავახეთში აღდგომა ყველაზე საყვარელ საეკლესიო დღესასწაულებს შორისაა.
აღდგომის საღვთო-სადღესასწაულო ლიტურგია ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში ტერ ნშან ჰმაიაკიანმა ჩაატარა.
წმინდა აღდგომის სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია შეღებილი კვერცხი, მწვანილი, ბრინჯის ფლავი ქიშმიშით, თევზი და ღვინო. კვერცხი აღდგომისა და ახალი ცხოვრების დაბადების სიმბოლოა, ხოლო წითელი ფერი ჯვარცმული ქრისტეს სისხლს განასახიერებს.
აღდგომა სავსე მთვარის პირველ კვირას საგაზაფხულო ბუნიობის შემდეგ , ძირითადად 22 მარტიდან 25 აპრილამდე მონაკვეთში აღინიშნება. აღდგომის მეორე დღეს გარდაცვლილებს მოიხსენიებენ.