კორონავირუსი მთელს მსოფლიოში უკან იხევს, შემთხვევების რიცხვი დღითი დღე მცირდება. ინფექცია ახალქალაქშიც გაქრა. ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი ამბობს, რომ შემცირდა შემთხვევები, შემცირდა აცრილთა რაოდენობაც. ვირუსი შეუმჩნევლად და უკვალოდ არ გამქრალა, ავადმყოფობის შემდეგ ბევრი ჩივის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო.
ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმმა, ვენერა მაიტესიანმა Jnews-თან საუბრისას ადამიანის ორგანიზმზე კორონავირუსის გავლენაზე ისაუბრა.
„კორონავირუსი გავლენას ახდენს ყველა ორგანოს სისტემაზე. ყველაზე გავრცელებული არის არასტაბილური არტერიული წნევა. ბევრ ადამიანს აღენიშნება ძვლების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება და გავლენას ახდენს სისხლის კოაგულაციის სისტემაზე. ჩივილების უმეტესობა ძირითადად, სწორედ ამ ტიპისაა“.
ექიმი აღნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც კოვიდზე მკურნალობდნენ და ჰორმონებს დიდი დოზებით იღებდნენ, უჭირთ დიაბეტის რეგულირება.
ჩვენს მხარეში ნერვული სისტემის მრავალი დარღვევაა.
„ის ხალხი, ვინც ეპიდემიის დროს პანიკაში იყო, ეს პანიკა დღემდე გრძელდება. დიდია ინტერნეტის გავლენაც. ადამიანები კითხულობენ გარკვეულ ინფორმაციას, შემდეგ კი, საკუთარ თავს მიაწერენ ამ ინფორმაციაში წაკითხულ დაავადებებს”.
ექიმი მოგვიწოდებს, არ ჩავიტაროთ თვითმკურნალობა და მივმართოთ ექიმს. „თვითმკურნალობისას მედიკამენტებს აფთიაქებში ყიდულობენ ან მეზობლებს რჩევას ეკითხებიან. მთავარია პანიკას არ ავყვეთ, რადგან ყველა წარმოშობილი დაავადება განკურნებადია, უბრალოდ მოთმინება გჭირდებათ”.
მან ასევე აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობაზე კორონავირუსმა საერთოდ არ დატოვა კვალი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებთანაც მრავალი გართულება გამოიწვია.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ახალქალაქში ვაქცინაციის შემთხვევები ერთეულია, აცრას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იკეთებენ.