სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 21 998 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 140 959 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 2 309 ადამიანი.