26 მარტს, თბილისის კახიძის მუსიკალურ ცენტრში ახალქალაქელი პიანისტის, ანაჰიტა სტელმაშოვას სოლო კონცერტი გაიმართა. მანამდე, 24 მარტს, მან პარიზის მარსელ დასოს სასახლეში, Chanze Lize-ზე დაუკრა.

თბილისში სოლო კონცერტზე ანაჰიტმა მაესტრო დავით მუკერიასთან და თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ლისტის მეორე კონცერტი შეასრულა.

«მოხარული ვარ, მაყურებლის წინაშე, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სცენაზე, ცნობილ მაესტროსთან ერთად წარვმდგარიყავი. ერთ-ერთი ყველაზე თბილი კონცერტი იყო, რადგან ესწრებოდა ყველა ჩემი კლასელი, დირექტორი და მასწავლებელი, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი», – თქვა ანაჰუტ სტელმაშოვამ.

24 მარტს, პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში, მიშელ სონიას SOS-Talents Foundation-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა. კონცერტს ესწრებოდნენ ფონდის სხვადასხვა წლის სტიპენდიანტები ლიტვადან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და საქართველოდან.

Anaida

„2 დღით ადრე ფრენამდე ისევ მივიღე მონაწილეობა მაესტროს მასტერკლასებში, კონცერტზე ჩაგვწერა ფრანგულმა რადიო Classique-მ. ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი, მათ შორის, ცნობილი პიანისტი სიპრიენ კაცრი. ბოლოს სამახსოვრო საჩუქრები გადმოგვცეს. ძალიან გამიხარდა ფონდის ისევ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონცერტზე გამოსვლა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს“, – თქვა ანაიდა სტელმაშოვამ Jnews-თან ინტერვიუში.

მას შემდეგ, რაც ანაჰიტის ნიჭი ახალქალაქის მუსიკალურ სკოლაში და მუსიკალური სკოლების მოსწავლეთა სხვადასხვა კონცერტებზე შეამჩნიეს, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ კოლეჯში ნინო ქათამაძის კლასში დაიწყო სწავლა. 16 წლისამ მოახერხა მსოფლიოში ცნობილ სცენებზე გამოსვლა და მსმენელთა გულების დაპყრობა.