ტერორისტულმა ქვეყანამ 117 უკრაინელი ბავშვი მოკლა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესმა რადამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დღეს დაწერა.
უკრაინის პარლამენტის ცნობით, რუსეთის შეჭრის შედეგად, 22 მარტის მდგომარეობით, 117 ბავშვი დაიღუპა და 155 დაშავდა.
სავარაუდო მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობა უკრაინის დედაქალაქ კიევში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხარკოვსა და ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერნიგოვში დაფიქსირდა.