საქართველოში, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, დოლარი და რუბლი გაიაფდა, ხოლო ევრო გაძვირდა. ახალქალაქის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუბლი გუშინდელთან შედარებით გაძვირდა.
ლარის კურსი
1 აშშ დოლარი – 3.2209 ლარი
1 ევრო – 3,5549 ლარი
100 რუბლი – 3,0748 ლარი
აღსანიშნავია, რომ 12 მარტიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებაში ზრდის ტენდენციას განიცდის, რუბლი ხან მნიშვნელოვნად ხან უმნიშვნელოდ ძვირდება. დღეს ტენდენცია შეიცვალა, რუბლი 0,1321 ლარით დაეცა. თუმცა ახალქალაქის გაცვლით პუნქტებში აღმავალი ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია, თუ გუშინ ვალუტის გადაცვლის კერძო პუნქტებში 100 რუბლის გაცვლა 2,95 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს – 3 ლარად.
12 მარტიდან ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში აშკარა ცვლილებების გარეშე მიმდინარეობს, მას შემდეგ, ფასის უმნიშვნელო მატება-კლება შეინიშნება.
ევრო 12 მარტიდან 16 მარტამდე დაეცა, მაგრამ არა მკვეთრად, ხოლო 16 მარტიდან ასევე მკვეთრად არ იმატებს.