ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზამთრის სეზონის დადგომის გამო 2021 წლის დეკემბერში შეჩერდა. კალენდარული ზამთარი დასრულდა, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სამუშაოები მარტში უნდა დასრულდეს. თუმცა, თუ სამუშაოები ახლა განახლდება, მაშინ, როგორც მშენებლები აცხადებენ, ქუჩის მცხოვრებლებს წყალი მთელი თვის განმავლობაში შეუწყდებათ.
ხელშეკრულების საფუძველზე, მშენებლებმა ჯავახეთის ქუჩის კანალიზაცია და წყალმომარაგება მარტში უნდა დაასრულონ.
კომპანია „მშენებლობის“ წარმომადგენლის ცნობით, რომელიც აღნიშნული სამუშაოებით არის დაკავებული, მიუხედავად ამინდი პირობებისა – თოვლის, ყინულისა და ყინვისა, რომელიც -18-ს აღწევს, ისინი იძულებულნი არიან სამუშაოები განაახლონ.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, იმის გამო, რომ დამკვეთის მიერ დოკუმენტაცია დროულად არ იყო მომზადებული, კომპანიამ შემოდგომის თბილ ამინდში სამუშაოს დაწყება ვერ შეძლო, ამიტომ 2021 წლის ნოემბერში უნდა დაეწყოთ.
„მცხოვრებლები გვთხოვენ, რომ გათხრის სამუშაოები არ დავიწყოთ. თუ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და წყალი გაიყინება, ვინ იქნება პასუხისმგებელი? წყალი რომ გავთიშოთ, ამ ყინვებში მოსახლეობას მთელი თვე გათბობა არ ექნება. 15 მარტს უნდა დაგვეწყო და 15 მაისს დაგვესრულებინა. მაგრამ გვეუბნებიან, რომ იანვარი და თებერვალი იყო გათვალისწინებული. ანუ დრო მაქვს 15 მარტამდე. მათ არ ესმით, რომ ჯერ კიდევ ზამთარია. თუ არ გვექნება შესაძლებლობა გადავიტანოთ თარიღი, მაშინ მოგვიწევს მუშაობის დაწყება. ჩვენ ადგილობრივები ვართ და არ შეგვიძლია მოვიქცეთ უცხოებივით, დავხუროთ და წავიდეთ. თუ დათბება, სხვა გამოსავალს ვიპოვით. განვახორციელებთ დროებით წყალმომარაგებას ძველი მილებით. და თუ ახლა დავიწყებთ, ალტერნატივა არ გვექნება“, – ამბობს კომპანია „მშენებლობის“ წარმომადგენელი, ვარდან ჩოლახიანი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ სამუშაოებისთვის შეძენილი მილების დამონტაჟება შესაძლებელია მხოლოდ +10 ტემპერატურაზე, რათა ასფალტის დასხმის შემდეგ პრობლემები არ შეიქმნას.
აღსანიშნავია, რომ ჯავახეთის ქუჩაზე ახალი საკანალიზაციო ქსელების მშენებლობაზე ელექტრონულ ტენდერი კომპანია „მშენებელობამ“ 603 700.00 ლარით მოიგო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4-თვეში, 2022 წლის 18 იანვრის ჩათვლით უნდა დაწყებულიყო და დასრულებულიყო. თუმცა ზამთრის სეზონის გამო ვადებმა ორი თვით გადაიწია.
Jnews-ი უფრო დეტალურად განიხილავს ამ თემას, რათა გაიგოს ამ სამუშაოების ვადები და პრობლემები.
ფოტო Jnews-ის არქივიდან. სამუშაოების დაწყება ჯავახეთის ქუჩაზე, 2021 წლის ნოემბერი