დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, 4,8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 16:25 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბაღდათიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კილომეტრში, კურორტ საირმიდან კი, 6 კილომეტრში დაფიქსირდა.