ჯავახეთში და ზოგადად საქართველოში ზამთარი გზას არ უთმობს გაზაფხულს – ქარბუქი, ქარი, თოვლი ორი კვირაა ვერ გამოიდარა, იკეტება სოფლების, ასევე საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის გზები.
მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდის ინტენსიური სამუშაოების წყალობით მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის დაკეტილი გზები არ არის. წუხელ სოფლებისკენ მიმავალი დაკეტილი გზები გაიხსნა. თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ამინდის მიხედვით.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან) ავტომაგისტრალზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, არის ზვავსაშიშროება.
ნინოწმინდა-წალკის გზაზე (ფარავნის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, აღნიშნულ გზაზე ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია.
ნინოწმინდის გავლით სომხეთამდე გზა ღიაა მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის გზა კვლავ დაკეტილია.
კარწახით თურქეთისკენ მიმავალი გზა ღიაა ყველა სახის ტრანსპორტისთვის.