საქართველოში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 944 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 234 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 410, „პისიარ“-ტესტით – 1 824.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,9%, ბოლო 14 დღის – 15,34%, ბოლო 7 დღის – 12,36%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 635 975 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 588 829 გამოჯანმრთელდა, 16 569 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 833 144 აცრა, დღიურად აცრილია 124.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 461 პირი.
ამასთან, 13 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 445 პაციენტი, გარდაიცვალა 24.