ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმ პრიორიტეტული სამუშაოების შესარჩევად იმრთება მოსახლეობასთან შეხვედრები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სახსრებით. მოსახლეობას პრიორიტეტების არჩევაში სპეციალურად ამ მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისიები ეხმარება. Jnews-ი დღეს სოფლებში:  ბუღაშენში, ბალხოსა და გომანში გამართულ შეხვედრებს დაესწრო.

მუნიციპალიტეტს 13 კომისია ჰყავს, თითოეულში ორი წევრი. შეხვედრები სოფლებში 4 მარტიდან იმართება.

დღეს, 11 მარტს, Jnews-ი სოფელ ბუღაშენში, ბალხოსა და გომანში შეხვედრებს დაესწრო. დამხმარე კომისიის წევრები იყვნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მერიის ქონებისა და დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტი ვაჰან ბატოიანი. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს დეპუტატმა, ზაქის ტერიტორიული ოლქიდან, რომელიც ამ სოფლებს მოიცავს.

სამივე სოფელში შეხვედრები იმ ადგილებში იმართებოდა, სადაც სოფლის მოსახლეობა ჩვეულებრივ ყოველდღიურად იკრიბება. შეხვედრებზე ხალხის სიმცირე იყო.

bugashen

სოფელ ბუღაშენში პრიორიტეტული სამუშაო მაშინვე გამოაირჩიეს. გადაწყვიტეს სოფლის სასმელი წყლის აზბესტის მილები პლასტმასის მილებით შეეცვალათ. სოფელ ბუღაშენისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული  თანხა 16000 ლარია.

„სიგრძე 4 კმ-ია, წელს ახალ მილებს ვიყიდით 16 000 ლარად. წყალგაყვანილობა აზბესტისაა და მოგეხსენებათ ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუ რამე არ არის საკმარისი, მუნიციპალიტეტი დაეხმარება და იყიდის საჭირო რაოდენობის მილებს, მომავალ წელს კი შევცვლით“, – განმარტა საკრებულოს დეპუტატმა ზაქის ტერიტორიული ოლქიდან, ჰამლეტ მოვსესიანმა.

16000 ლარია ასევე სოფელ ბალხოს თანხა. სოფელს საკრებულოში საკუთარი წარმოადგენელი არ ჰყავს. ადგილობრივები მერიის წარმომადგენლების დანახვისას ამბობდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სოფელ ბალხოს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ისინი სწუხან ცუდი გზების, სასმელ წყლის და სანაგვე ურნების ნაკლებობის გამო.

„მთებში არის წყაროები, მილები გვაქვს, წყაროებიდან ახალი ხაზი უნდა გავიყვანოთ. სოფლის დასაწყისში წყალი საკმარისი იყო, მაგრამ ახლა ყველას სახლში ორი-სამი ონკანი აქვს, წყალი არ არის საკმარისი, კიდევ ერთი ხაზი უნდა გავიყვანოთ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი, აღას მელქონიანი.

joxov balxo

„ჩვენი გზები ძალიან ცუდია, ზამთარში არ იწმინდება, სოფელში ნაგვის ურნები არ არის, უიმედობისგან ვყრით ნაგავს სოფლის შესასვლელთან, ბოლოს ნაგვის ურნებს ვდგამთ“, – ჩივის სარგის სარგსიანი.

სოფელ ბალხოში 120-მდე ოჯახი ცხოვრობს.

სოფლის მოსახლეობამ თავდაპირველად სოფლის გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების ახალი ხაზი აირჩია, თუმცა კომისიის წარმომადგენლების თქმით, გზების გასწორება შესაძლოა მუნიციპალიტეტის ხარჯზე მოხდეს. ამის შემდეგ სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს მთელი თანხა წყალმომარაგების ახალ ხაზზე დაიხარჯოს.

სოფელ გომანში ნაგვის საკითხიც დაისვა. სოფელ გომანზე გამოყოფილია 16000 ლარია.

joxov Goman

გომანში მოსახლეობამ გადაწყვიტა ორი საზოგადოებრივი ტუალეტი აშენდეს, 1 რიტუალურ სახლთან, მეორე კი სასაფლაოსთან. დარჩენილი თანხით კი ქუჩებში განათების დამატება მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ სოფელში შეხვედრები და დისკუსიები დიდხანს არ გაგრძელებულა, მოსახლეობამ უკვე იცოდა პროგრამის შესახებ და შეხვედრამდეც განიხილეს პრიორიტეტული სამუშაოები.