სოფელ სულდაში სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარებელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის სასმელი წყლით მომარაგებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. დღეს, 10 მარტს, სულდას მოსახლეობამ სოფელში სასმელი წყლის პრობლემაზე საჩივრით ახალქალაქის მერიას მიმართა. ისინი პარლამენტის წევრს შეხვდნენ, რათა გაერკვიათ, საბოლოოდ როდის გადაწყდება საკითხი.

სულდაში მცხოვრებნი ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ამბობენ, რომ სოფლის ბიჭებს გოგოები ცოლად არ მოჰყვებიან, როგორც კი იგებენ, რომ სოფელ სულდადან არიან.

suldaciner

„არც წყალი გვაქვს და არც გაზი, არაფერი გვაქვს საერთო საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობასთან. ერთი თვეა არ დამიბანია, ყოველთვის და ახლაც ავტომობილში წყლის დიდი კონტეინერები მიწყვია წყლის სახლში წასაღებად. სახლში 5 შვილი გვყავს, ვაჩიანიდან ყოველდღე მოგვაქვს წყალი, რომ ჩემმა შვილებმა ბანაობა შეძლონ, არ მაქვს იმდენის მოტანის საშუალება, რომ მეც ვიბანაო. ეს ჩვენი პრობლემაა. 37 წლის ბიჭი ვარ, მაგრამ ამდენი წელია სოფელში წყლის ნორმალური დინება არ მინახავს. ამბობენ, სოფელში წყალი შემოვაო, მაგრამ 35 წელია ამას ვისმენთ“, – ამბობს სოფელ სულდას მკვიდრი, აპოიან რადიკი.

როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, გაზაფხულზე სოფელს წყალი უბრუნდება, მაგრამ ჭუჭყიანია. სულდას მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ მილებში წყალი არ არის საკმარისი, ამიტომ გაიყინა.

„წყალმომარაგებისთვის შესაბამისი ზომები გატარდა. პროექტები შემუშავდა, წყალი იყო, დღეს კი წყალი არ არის. ჩემი აზრით, წყლის რესურსები და ბუნებრივი წყლის მარაგი შემცირდა, სამწუხაროდ, რადგან დღეს წყალი არ გვაქვს“, – ამბობს სოფელ სულდას უფლებამოსილი წარმომადგენელი ზარზანდ კუჯოიანი.

სოფლის მოსახლეობამ საკუთარი პრობლემა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, სამველ მანუკიანს გააცნო. მათ დეპუტატს უთხრეს, რომ ვაჩიანის წყაროსთან სულდას მოსახლეობის რიგი დგას, რომლებიც სასმელ წყალს ეზიდებიან. მათთვის ძალიან რთულია წყლის ყოველდღიურად ტარება, განსაკუთრებით ბოლო დროს, როცა საწვავის ფასი დღითი დღე იზრდება.  ყველას არ ჰყავს მანქანა და საწვავი ვაჩიანამდე მისასვლელად.

manukyan suldaciner

სულდას მცხოვრებლებმა დეპუტატს შესთავაზეს, ან მათთან ერთად ავიდეს მთაზე, რათა ადგილზე გაირკვეს, რატომ არ აღწევს წყალი სოფლამდე, ან გამოყოს მანქანა, რომელიც სოფელში წყალს ყოველდღე დაარიგებს.

„პირველ რიგში, თოვლი უნდა დადნეს, რომ ავიდეთ ზევით, მოვიყვანოთ სპეციალისტი, რომელიც ნახავს რა შესაძლებლობებია და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მივიღოთ ზომები, რომ წყალი მივიდეს სოფელში. გამოვყავით 1 800 000 ლარი, გამოვაცხადეთ ტენდერი, მაგრამ მონაწილეების სიმცირის გამო თანხა უკან დაბრუნდა. ადგილობრივ ბიუჯეტს ამდენი ფული არ აქვს, ახლა ამბობენ, რომ ახალი პროექტი შეიმუშავეს, რომლის ბიუჯეტი 3 000 000 ლარია. დღეს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა გამოვყოთ თანხა, გავუშვათ ძველი წყალგაყვანილობა, რომ წყალი ჩამოვიდეს“, – თქვა დეპუტატმა, სამველ მანუკიანმა.

სულდის მოსახლეობამ მერიის შენობა კიდევ ერთხელ დატოვა იმ იმედით, რომ ამჯერად მაინც მოგვარდება პრობლემა და ამ საკითხზე მერიასთან დაკავშირება აღარ მოუწევთ.