სოფელ დილისკის საჭადრაკო სექციის მოპირკეთებისათვის 4957 ლარია გამოყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თუმცა ამით ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება.
2019 წლის ბიუუჯეტის ჩასწორების შედეგად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის ჭადრაკის სკოლის სარეაბილიტაციოდ 4957 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერი აღნიშნულ სამუშაოზე უკვე გამოცხადებულია, თუმცა ამჟამად მასში არავინ მონაწილეობს. ტენდერში მონაწილეობის მიღება 2019 წლის 16 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.
ჭადრაკის სკოლის ტრენერის, რაზმიკ გოგორიანის თქმით, ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები: იატაკის შეკეთება, კარის შეცვლა, ასევე ტუმბოსა და სტაბილიზატორის დაყენება.
ტრენერის მტკიცებით, სკოლაში კიდევ ბევრი პორბლემაა, არ არის საკმარისი რაოდენობის საათი, ჭადრაკის დაფები და სკოლისათვის სხვა საჭირო აღჭურვილობა.
“რა თქმა უნდა ხელმძღვანელობის მადლობელი ვარ იმისათვის, რომ თანხა გამოგვიყეს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ტენდერი არ გამოეცხადებინათ, თანხა ჩემთვის მოეწოდებინათ და მე მოვაგვარებდი სკოლის ყველა პრობლემას”,- ამბობს რაზმიკ გოგორიანი.
მისი მტკიცებით, გვიანია რაიმეს შეცვლა, რადგან ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სოფელ დილისკის საჭადრაკო სექციაში 40 მოსწავლე დადის, როგორც ბიჭები, ასევე გოგონები.
შეგახსენებთ, რომ დილისკაში საჭადრაკო სექცია 2009 წელს დაარსდა.