საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4995, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 მოქალაქე იმყოფება.