ახალქალაქი-ნინოწმინდის გზა რემონტიდან ორი წლის თავზე გაფუჭდა. აღმაშენებლის ქუჩაზე უკვე ორმოები გაჩნდა.

яма

გზის მოასფალტებაზე ხელშეკრულება 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის 12 აგვისტომდე გაფორმდა. სულ შეკეთდა ახალციხე-ნინოწმინდის გზის 16 კმ-იანი მონაკვეთი 70 კმ-დან 86 კმ-მდე, ე.ი. ახალქალაქიდან ნინოწმინდამდე.

ელექტრონული ტენდერი 2019 წლის 18 აპრილს საქართველოს ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადდა და 19 038 910 ლარი შეადგინა. ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა: «არალი», «ბლექსი გრუპი», «მამისონი» და «საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1». ელექტრონულ კონკურსში გაიმარჯვა კომპანია „საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1“-მა 14 749 992,92 ლარით. თუმცა რეკონსტრუქცია საგზაო -სამშენებლო კომპანია „ჯავახ ავტო გზამ“  ჩაატარა, რომელიც «საგზაო-სამშენებლო-სამმართველო N1» კომპანიის ქვეკონტრაქტორია.

яма2

«საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1»-ის დირექტორმა, შოთა აბულაძემ განაცხადა, რომ შეკეთების საგარანტიო ვადის დასრულებამდე, მიმდინარე წლის ივლისამდე კიდევ 4 თვეა დარჩენილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი დათბება, მოვლენ და შეამოწმებენ რა სამუშაოებია ჩასატარებელი.

ასევე დანგრეულია შარშან ე.წ. «ვსტრეჩას» გარემონტებული მონაკვეთი. მძღოლების თქმით, გარემონტებული გზა მათ მხოლოდ რემონტის ჩატარების დღეს ნახეს. ახლა უკვე გაჩნდა ორმოები, რომლებიც წვიმის დროს მძღოლებისთვის საშიშროებას წარმოადგენს, რადგან ისინი წყლით ივსება და მათი რეალური სიღრმის შეფასება საკმაოდ რთულია.

яма3

яма4