დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, სომხეთში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა მოხდა თბილისის დროით 21:19 საათზე.

ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაფიქსირდა სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან ერთ კილომეტრში და 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.