სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 414 764 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 308 გარდაიცვალა, 386 193 კი – გამოჯანმრთელდა.