ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ომიკრონის პიკი დაღმავალ ტალღაზე გადავიდა. მისი თქმით, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ დღევანდელი სამშბათის დღიური მაჩვენებლის მონაცემი გასული კვირის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია.

“დღეს 19 000 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა ამ დილით, რაც გასულ სამშაბათთან შედარებით არის დაბალი. ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა, რაც რა თქმა უნდა, პროგნოზულად იმედის მომცემია, თუმცა დაკვირვება კვირის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე გვექნება საფუძველი, რომ ვთქვათ, გადაილახა თუ არა პიკი”, – განაცხადა გაბუნიამ.

ექსპერტები საქართველოში კორონავირუსის მე-6 ტალღის განვითარების სამ სცენარზე საუბრობენ. ერთ-ერთი, ყველაზე დამაიმედებელი სიმულაციის მიხედვით, ქვეყანამ ომიკრონით დღიური ინფიცირების პიკურ მაჩვენებელს უკვე მიაღწია და მომდევნო დღეებში შემთხვევების შემცირება გაგრძელდება. თუმცა ევროპის გამოცდილება ნაკლებად პოზიტიური სცენარების განვითარებასაც არ გამორიცხავს.