საქართველოში კორონავირუსის 3 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 118 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 680 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 416, „პისიარ“ ტესტით – 3 264.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,41%, ბოლო 14 დღის – 21,6%, ბოლო შვიდი დღის – 17,64%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 623 672 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 547 531 გამოჯანმრთელდა, 16 338 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 825 035 აცრა, დღიურად აცრილია 1 034.
ამასთან, 4 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 790 პაციენტი, გარდაიცვალა 32.