დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქებისას დაშავებულია შუახნის მამაკაცი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, დაგროვილმა აირმა გამოიწვია.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.