საქართველოში კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 23 675 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 64 187 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 833, „პისიარ“-ტესტით – 34 354.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 31,11%, ბოლო 14 დღის – 30,24%, ბოლო შვიდი დღის – 33,04%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 418 027 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 178 151 გამოჯანმრთელდა, 15 459 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 768 137 აცრა, დღიურად აცრილია 3 174.
კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 098 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 869 პირი.
ამასთან, 10 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 245 პაციენტი, გარდაიცვალა 53.