ერევნის მცხოვრებმა, კარენმა 26 წლის ასაკში შეიტყო, რომ მშობლებმა ის თბილისის ბავშვთა სახლიდან 1,5 წლის ასაკში იშვილეს. სურს თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და შესაძლო და-ძმის პოვნა. 

კარენმა უკვე ზრდასრულ ასაკში შეიტყო, რომ ეროვნებით ქართველია.  თუმცა, როგორც ამბობს, ამის გამო, არ გაბრაზებულა არც ბიოლოგიურ მშობლებზე,  არც აღმზრდელებზე და ზოგადად არც საკუთარ ბედისწერაზე.

“როცა დედამ სიმართლე მითხრა, მშობლების მიმართ პატივისცემა და სიყვარული, სიცოცხლის წყურვილი კიდევ უფრო გამიძლიერდა, მიზნების მიღწევის სურვილიც გამიძლიერდა. მხოლოდ დადებითი იმპულსები მქონდა”, – ამბობს იგი.

თავად კარენის დედამ ბავშვობაში დაკარგა და-ძმები და მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ მის შვილს ძმები და დები ჰყოლოდა. მაგრამ კარენი ოჯახის ერთადერთ შვილად დარჩა, ამიტომ დედამ გადაწყვიტა შვილისთვის ეთქვა, რომ ძმები და დები ეპოვა, თუ კი ისინი ჰყავს.

კარენის ბავშვობა უდარდელი, სიყვარულითა და მზრუნველობით სავსე იყო. მამა 10 წლის წინ გარდაეცვალა. დღეს კარენი და მისი ოჯახი დედასთან ერთად ცხოვრობს.

giorgi_maisuradze

დედამ ყველაფერი თქვა, რაც იცოდა, თბილისის ბავშვთა სახლის მისამართი მისცა. კარენი იქ წავიდა. იქ უთხრეს, რომ ვერაფერს უშველიან, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაუკავშირდეს. მან ასევე იპოვა ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორის მისამართი, მაგრამ შვილთან წასულიყო. მეზობლებმა კი, ზუსტად არ იცოდნენ, სად ცხოვრობდა შვილი.

«დავწერე ოდნოკლასნიკებში, ფეისბუქზე, მოვყევი ჩემი ამბავი, იყო გამოხმაურებები, მაგრამ ძირითადად ის იყო, რომ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ან უბრალოდ თანამიგრძნობდნენ. თუმცა მიმაჩნია, რომ თამაგრძნობა აქ, საჭირო არ არის”.

სოციალური ქსელის დახმარებით კარენმა იპოვა მეგობარი, რომელსაც იგივე გვარი აქვს – მაისურაძე. მან მეგობარს მისცა მინდობილობა, რათა მისი სახელით საბუთები გამოეთხოვა. მაგრამ 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, ბიოლოგიური მშობლების მისამართის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ვერ მოხერხდა.

კარენი (გიორგი მაისურაძე) 1983 წელს დაიბადა. საარქივო დოკუმენტებიდან შეიტყო, რომ დედა ირმა ვლადიმერის ასული მაისურაძეა, მამა კი ვლადიმერ გიორგის ძე მაისურაძე. ისიც იცის, რომ მათ ქორწინება თბილისის მაშინდელ კალინინის, ახლანდელ მთაწმინდის რაიონში დაარეგისტრირეს.

კარენს ძალიან უნდა თავისი ბიოლოგიური მშობლების პოვნა: – მინდა ვიპოვო ჩემი ბიოლოგიური მშობლები, ჯერ ერთი, რომ ვიპოვო და-ძმები, თუ მყავს ისინი, მეორეც, თუ ჩემი ბიოლოგიური მშობლები იქ აღარ არიან, მაშინ მათ საფლავზე ყვავილებს მივიტან, ხოლო თუ ცოცხლები არიან, მინდა ვკითხო, რატომ მოვხვდი ბავშვთა სახლში?“

კარენი პროფესიით თარჯიმანია, მაგრამ ამჟამად საკუთარი პროფესიით არ მუშაობს. ქართული უკვე დაავიწყდა, ბავშვობაში გაშვილებისას ლაპარაკობდა, მაგრამ ფიქრობს, რომ ადვილად ისწავლის, რადგან საფუძველი აქვს.

კარენი თავისი ამჟამინდელ ფოტოს არ აქვეყნებს, რადგან სურს ინტერესი გამოიწვიოს, თუ მოულოდნელად მისი ახლობლები გამოჩნდებიან.

ვინმეს თუ შეუძლია, მისი მშობლების შესახებ მცირედი ინფორმაციის მიწოდებაც კი, ანონიმურობის გარანტიას აძლევს. მისი თხოვნაა მისწეროთ ელექტრონულ მისამართზე  kakhachatryan@mail.ru ასევე, შესაბამის ორგანოებს სთხოვს რეაგირებას მის მრავალრიცხოვან განცხადებებზე, რომ მშობლების მოძებნაში დაეხმარონ.