საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის – 28,31%, ბოლო 7 დღის – 31,86%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 350 454 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 124 442 გამოჯანმრთელდა, 15 300 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 755 879 აცრა, დღიურად აცრილია 4 023.
კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 082 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 897 პირი.
ამასთან, 7 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი, გარდაიცვალა 34.