დღეს ეჩმიაძინში (სომხეთი) 2022 წლის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა შერეულ ორთაბრძოლებში, სადაც ახალქალაქელმა სპორტსმენმა, ნაირ მელიქიანმა თავის წონით კატეგორიაში მეტოქე დაამარცხა. ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა სპორტსმენმა მეტოქე პირველ რაუნდში დაამარცხა.

ნაირ მელიქიანის მეტოქე ირანელი მოჰამედ მანდი ალიზადე კოხანფიშ იყო.

სპორტსმენმა საქართველოდან 72 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

მელიქიანი გამარჯვებას მამას უძღვნის, ასევე მადლობას უხდის მწვრთნელს, აშოტ პეტროსიანს.

შერეულ ორთაბრძოლებში ჯავახი სპორტსმენის ეს პირველი გამარჯვება არ არის. მისი სტილია მოწინააღმდეგის დამარცხება ბრძოლის პირველ წამებში.

აღსანიშნავია, რომ ჯავახი სპორტსმენი ნაირ მელიქიანი სომხეთის 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. სხვადასხვა ტურნირებსა და ჩემპიონატებში მონაწილე სპორტსმენი გამოდის, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის დროშის ქვეშ. ამ ჩემპიონატზე ის საქართველოს წარმოადგენდა.

257571646_672766767504426_6924424758003470819_n