ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 224 პირი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 თებერვლის მონაცემებით, სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულია 2 747 141 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 339 345 ადამიანი, რაც 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.6%-ს შეადგენს. სრულად ვაქცინირებულია 1 226 339 ადამიანი, რაც 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 42.7%.
„ბუსტერ დოზით“ აცრილია 179 070 პირი. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 948 პირი, (2.23%). სრულად აცრილია – 2 826 მოზარდი, (1.59%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 465 (15.37%), სრულად აცრილია 10 895 მოზარდი, (13.44%)“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.