ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.
მათივე ცნობით, მოთხოვნამ შეადგინა 47 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.990 პროცენტით, მაქსიმალური 10.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.007 პროცენტით განისაზღვრა.