საქართველოში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 69 190 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 203, „პისიარ“ ტესტით – 30 987.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 24,95%, ბოლო 14 დღის – 20,01%, ბოლო 7 დღის – 23,24%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 162 773 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 001 275 გამოჯანმრთელდა, 14 945 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 710 914 აცრა, დღიურად აცრილია 5 156.
კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 191 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 061 პირი.
ამასთან, 29 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 400 პაციენტი, გარდაიცვალა 41.