დღეს ახალქალაქის საკრებულოში, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ განყოფილების ექიმი, ნუცა სორდია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ზურაბ ალხანიშვილი ახალქალაქის სოფლის ექთნებს შეხვდნენ.
USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, Zinknetwork-ი Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საკომუნიკაციო პროექტს ახორციელებს.
პროექტის სამიზნე რეგიონია სამცხე-ჯავახეთი, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს არ აქვთ სრული და დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვაქცინებსა და მათ მნიშვნელობაზე.
ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში, ორგანიზაციამ მოინახულა ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ასპინძის 10 სოფელი, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრების დროს 46 ადამიანი აიცრა.
ორგანიზაცია ამჯერად ახალქალაქში მუნიციპალიტეტის სოფლების ექთნებთან შესახვედრად ჩავიდა.
ამ შეხვედრის ინიციატორია ახალქალაქის საკრებულო, რომელმაც გამოთქვა სურვილი, ჩაეტარებინა სამედიცინო და საკომუნიკაციო სემინარები ადგილობრივ ექთნებთან.
შეხვედრები 29 და 30 იანვარს გაიმართება და 44 ექთანს შეხვდებიან.