საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტს წერილით მიმართა, რათა დამატებით გამოეყოთ ფართი ზომით 67,5კვ.მ. შენობაში, სადაც ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაა განლაგებული.
დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტი.
დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის დამატებითი ტერიტორიის გამოყოფა.
ახალქალაქის მერიის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვაჰან ბათოინმა ეს საკითხი დეპუტატთა კომიტეტს წარუდგინა.
ვაჰან ბათოიანის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წერილით მიმართა მუნიციპალიტეტს.
“მთლიანი შენობა არის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში. ცესკომ წერილით მოგვმართა, სადაც ითხოვდა 67,5კვ.მ. ფართობის დამატებით ტერიტორიას. ჩვენ ვფიქრობთ, პირველი სართული საოლქო საარჩევნო კომისიას დავუთმოთ”,- თქვა ვაჰან ბათოიანმა.
კომიტეტის მიერ აღნიშნული წინადადება დადებითად შეფასდა და საკითხი განსახილველად ბიუროს გადაეცა.