ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი ქორეოგრაფიული ანსამბლი “ჯავახეთი” მიღებას აცხადებს. შესარჩევი კონკურსი 2022 წლის 20 იანვრიდან 30 იანვრამდე ჩატარდება.
ანსამბლი აცხადებს მიღებას 16 წლის და უფროსი ასაკის მოცეკვავე-მსახიობებზე, პროფესიული ან სამოყვარულო დონეზე ცეკვის გამოცდილებით. ანსამბლის რეპერტუარში იქნება ცეკვები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებიდან, მათ შორის, ქართული, სომხური, ბერძნული, უკრაინული, რუსული, მოლდოვური, პოლონური…
სწავლა იქნება უფასო.
„ჩვენს რეგიონში პრობლემა ის არის, რომ პროფესიონალი მოცეკვავეები ცოტაა. გვსურს მოვძებნოთ. არის რამდენიმე მოცეკვავე, რომლებმაც ცეკვა შეისწავლეს, მაგრამ სხვა სფეროში მუშაობენ. ქასთინგის შემდეგ ჯერ გავივლით რეპეტიციას, შემდეგ შევისწავლით სხვა ხალხების ცეკვის ელემენტებს. ამის საჭიროება არის, რადგან ჯავახეთში ბევრი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს“, – ამბობს იდეის ინიციატორი, ანსამბლ „მურჯის“ ხელმძღვანელი, გიორგი მეტრეველი.
მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 598 27 73 53