ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალურ პაკეტში, სოციალურად დაუცველთა უმაღლესი განათლების თანადაფინანსების მუხლში, წლეულს პირველად, მარტოხელა მშობლების უნივერსიტეტებში სწავლის საფასური 50%-ით დაფინანსდება. ასევე, ამავე პუნქტით გათვალისწინებულია 150 ლარის გამოყოფა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესიული კურსების წარჩინებული სტუდენტებისთვის პროფესიული განათლების წახალისების მიზნით.
ეს წინადადება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ინიციატივით შევიდა.
სოციალურ პაკეტში ამ ცვლილების გარდა, ასევე გადაწყდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ, 100 ლარის ოდენობით გაიცეს.