საქართველოში კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 946 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 109 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 115, „პისიარ“ ტესტით – 23 994.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,63%, ბოლო 14 დღის – 8,51%, ბოლო შვიდი დღის – 9,79%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 973 909 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 919 367 გამოჯანმრთელდა, 14 311 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 577 637 აცრა, დღიურად აცრილია 10 688.

კარანტინის რეჟიმშია 83, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 418 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 958 პირი.

ამასთან, 11 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი, გარდაიცვალა 46.