საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სწავლებისა და ოპერირების ელექტრონულ რეჟიმზე გადავიდა.

23 მარტიდან, ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელები პროგრამის A1, A2, B1 და დონეებს ელექტრონული სწავლების მეთოდების ინტეგრირებით გაივლიან.

პირველ ეტაპზე სასწავლო პროცესში ჩართული იქნება ეროვნული უმცირესობის 585 წარმომადგენელი ახალქალაქიდან, ახალციხიდან, გარდაბნიდან, დმანისიდან, ნინოწმინდიდან, წალკიდან, მარნეულიდან და თბილისის მობილური ჯგუფებიდან. სულ დაკომპლექტებულია 53 სასწავლო ჯგუფი.

ჟვანიას სკოლა სწავლების ელექტრონული ფორმატისთვის იყენებს Microsoft-ის ონლაინ პლატფორმას Teams-ს, რომლის მეშვეობითაც გეგმავს სწავლების მასშტაბების გაზრდას და ყველა დაინტერესებული პირისთვის სერვისის მიწოდებას ელექტრონული სწავლების რეჟიმში.

მედია კონტაქტი: ჟვანიას სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მენეჯერი ლიკა ბაბლუანი – 55893 35 72, l.babluani@zspa.ge.