კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით უფასო ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, ახალი მომსახურება დანერგეს.
კომუნალური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გამარტივებულად მისაღებად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აბონენტებისთვის ახალი სერვისი ამოქმედდა. აღნიშნული მომსახურება ჯივიპის, ისევე როგორც სხვა კომუნალური კომპანიების მომხმარებლებისთვის სემეკმა შეიმუშავა.
სემეკის ახალი პროექტის თანახმად მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით აბონენტებს შეუძლიათ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მიაწოდონ ინფორმაცია სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი და sms შეტყობინებით გამოაგზავნონ მრიცხველის ჩვენება.
*303#-ით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ აბონენტს, ვისაც ჯივიპის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული აქვს საკონტაქტო მობილურის ნომერი.
*303# კოდის აკრეფის შემდეგ მომხმარებელი ჩამონათვალში ირჩევს წყალმომარაგების სექტორს, რის შემდეგაც მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება მომხმარებლის მობილურის ნომერთან დაკავშირებული აბონენტის ნომრები. შემდეგ ეტაპზე მომხმარებელი ირჩევს აბონენტის ნომერს, რომელზეც შეძლებს სასურველი ინფორმაციის მიღებას:
*303#-ით მომსახურება უფასოა. სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია სილქნეტისა და მაგთკომის მომხმარებლებისათვის. უახლოეს მომავალში პროგრამით ისარგებლებენ ბილაინის მომხმარებლებიც. მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის.