27 დეკემბერს, ახალქალაქში საზეიმო საახალწლო კონცერტი გაიმართა, სადაც საახალწლო განათებები აინთო.
ქალაქის მთავარ მოედანზე საახალწლო ბაზრობა მოეწყო, სადაც სხვადასხვა სუვენირები, ტკბილეულობა და კერძები იყიდებოდა. სკვერის მორთულობა წელს, სხვა წლების ფონზე, გამოირჩეოდა – ბევრი ახალი ინსტალაცია, მსუბუქი კარავი ნაძვის ხეზე.
კონცერტზე ადგილობრივი ანსამბლები გამოვიდნენ: „მურჯი“ და „ჯავახკი“, აშუღის სკოლის მოსწავლეები, ასევე მოწვეული ანსამბლები საქართველოს სხვა ქალაქებიდან. ისმოდა, როგორც ადგილობრივი მომღერლების, ასევე თბილისელი ბენდის მუსიკაც. ახალქალაქში მცხოვრებთათვის ცეცხლოვანი შოუ მოეწყო, რომელიც ფეიერვერკით დასრულდა.