მაშინ, როცა გყავთ ავტომობილი და გსურთ კიდევ ერთი შეიძინოთ, შესაძლოა, არ გქონდეთ ამისათვის საკმარისი თანხა. ასეთ შემთხვევაში ბანკები / საკრედიტო კომპანიები გაძლევთ საშუალებას, რომ კუთვნილი მანქანის საშუალებით აიღოთ სესხი, რომელსაც უკვე ახლის შესაძენად გამოიყენებთ.
ეს არის სესხი მანქანის უზრუნველყოფით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ან არ გადაიხდით თანხას, კრედიტორ კომპანიას უფლება ექნება თქვენი ავტომობილი ჩამოგართვათ და მისი რეალიზაცია დაიწყოს.
რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო ავტო სესხის მისაღებად?
ავტო სესხის მიღება ორი გზითაა შესაძლებელი – ონლაინ და ფილიალში მისვლით. ონლაინ სესხის მიღების სურვილის შემთხვევაში, შედიხართ სასურველი კრედიტორი კომპანიის ვებ-გვერდზე, ავსებთ ანკეტას, რომელშიც შედის თქვენი პირადი მონაცემები და აგზავნით მას. ფილიალში მისვლის შემთხვევაში, ოპერატორი ანკეტის შევსებისას სწორედ იმ მონაცემებს მიუთითებს, რომლებსაც ონლაინ შევსებისას უთითებდით.
რა საბუთები დაგჭირდებათ ავტო სესხის მისაღებად?
დამატებით, საჭიროა, რომ მანქანის არსებული ზოგადი მდგომარეობა შეაფასოს შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტმა, რათა მომავალში უხერხულობა თავიდან ავიცილოთ. ავტომობილის შემოწმებისას ყურადღება ექცევა მის წლოვანებას, გამართულობას, არსებულ დაზიანებებს – ამ ფაქტორების გათვალისწინებით ექსპერტი ადგეს მის ღირებულებას.
რა დრო სჭირდება სესხის დამტკიცებას?
დღესდღეისობით , საქართველოში მსგავსი ტიპის სესხის აღების მსურველი ძალიან ბევრია და მოთხოვნაც მაღალია. სწორედ ამიტომ, კრედიტორი ორგანიზაციები ცდილობენ, რომ პროცედურები გაამარტივონ და მსურველებს სესხი მაქსიმალურად სწრაფად დაუმტკიცონ. ონლაინ პროცედურის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მომხმარებელმა სესხი მარტივად მიიღოს. საშუალოდ, მის დასამტკიცებლად 30 წუთია საჭირო.
საჭიროა თუ არა ავტო სესხის მისაღებად თავდებში მდგომი პირი?
არა, ავტო სესხის მისაღებად თავდებში მდგომი პირი საჭირო არ არის. მართალია, ავტო სესხს ბევრი საერთო აქვს სხვა ტიპის სესხებთან, მაგრამ მანქანის გამოყენებისას მესამე პირი საჭირო აღარაა.
ავტო სესხის უპირატესობები:
ასევე, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებს აქვთ სერვისი, რომელსაც ავტო ლომბარდი ჰქვია, რაც თანხის მიღების საკმაოდ სწრაფი და კარგი საშუალებაა. მაშინ, როცა რაიმე მიზნით თანხა გესაჭიროებათ და იმ კონკრეტულ დროს ფინანსები არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ ეს სერვისი გამოიყენოთ და საკუთარი ავტომობილის საშუალებით კრედიტორისაგან სესხი მიიღოთ.
ავტოლომბარდით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ისე ფილიალში მისვლით. სესხის დამტკიცებას დიდი დრო არ სჭირდება და საშუალოდ ეს პროცედურა მხოლოდ ერთ საათს გრძელდება.
საფინანსო ორგანიზაციისაგან თანხას მანქანის უზრუნველყოფით იღებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფა გირავნობით ხდება. შესაბამისად, თუ თანხას ვერ დაფარავთ, თქვენი კუთვნილი ავტომობილი კრედიტორის საკუთრება გახდება და მას შეეძლება ის გაყიდოს.
ავტოლომარდის უპირატესობები:
Finpanda-ს საშუალებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სხვადასხვა კომპანიების შემოთავაზებებს, მათ პირობებს, რაც მათ არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ.