საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 072 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 52 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 153 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 160, „პისიარ“ ტესტით – 16 993.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,07%, ბოლო 14 დღის – 6,58%, ბოლო შვიდი დღის – 6,19%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 916 477 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 869 411 გამოჯანმრთელდა, 13 221 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 414 722 აცრა, დღიურად აცრილია 13 878.
კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 488 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 001 პირი.
ამასთან, 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 263 პაციენტი, გარდაიცვალა 53.