Toggle დღეს, 19 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე პარიზში გაიმართება რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია, რომელშიც 19 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
ტრადიციულად, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად წარდგება.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) წარდგება.
საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობს და შეგიძლია, საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ხმა მისცე ნიკო ქაჯაიას.