ლაბორატორიულმა ანალიზმა სოფელ ბავრასთან ხელოვნური ტბის თევზის ინფექციისა და ვირუსების არსებობაზე, რომელმაც შესაძლოა გამოიწვია თევზის მასიური დახოცვა, უარყოფითი შედეგი აჩვენა. თევზი მოწამლული არ ყოფილა. გაურკვეველია, თუ ჩატარდა წყლის ლაბორალორიული სინჯი. სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლაბორატორიაში თქვეს, რომ წყლის ნიმუში არ მიუღიათ, ხოლო გარემოს დაცვის რეგიონალურ სააგენტოში ამბობენ, რომ ნიმუში გადაგზავნილია.
ლაბორატორიული დასკვნა თევზის ინფიცირების შესახებ, რომელიც მასიურად დაიხოცა სოფელ ბავრასთან მდებარე წყალსაცავში, უკვე მზად არის. წყალსაცავს ადგილობრივები «ბიოგეკს» ეძახიან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ლია ბექაურმა შეგვატყობინა:
«ბიოგეკის» ტბის თევზს, რომელიც ახალქალაქის სოფელ ბავრაში მდებარეობს, ინფექციური დაავადებები არ დაუდასტურდა, რაც ჩვენ ჩავატარეთ, არ დამტკიცდა, ინფექცია არ არის»,- თქვა მან.
წყლის ლაბორატორიული ანალიზის შესახებ კონკრეტული პასუხის მოძიება ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, რადგან სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლაბორატორიიდან გვითხრეს, რომ არც ახალქალაქიდან და არც ნინოწმინდიდან თბილისის ლაბორატორიას არავითარი წყალი არ მიუღია. თუმცა, გარემოს დაცვის რეგიონალურ სააგენტოში გვითხრეს, რომ მათ წყალი სინჯზე გააგზავნეს.
«მე გავაგზავნე, არ ვიცი, რა გითხრეს, იქნებ ჯერ მზად არ არის, მაგიტომ გიპასუხეს ასე»,- გვიპასუხეს რეგიონალური სააგენტოდან.
სოფლის მოსახლეობამ, ახალქალაქის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, დახოცილი თევზი ჩამარხა. დაახლოებით 2ტ თევზი იყო.
«ჯერ ცნობილი არ არის სინჯის შედეგები, მაგრამ ზედამხედველობიდან გვითხრეს, რომ თევზი სავარაუდოთ ჟანგბადის უკმარისობის გამო დაიხოცა»,- თქვა სოფელი ბავრის მცხოვრებმა ვრეჟ ბერიკიანმა.
ჩვენ ვცდილობთ დავაზუსტოთ სად გაიგზავნა წყლის სინჯი, რათა გავიგოთ დახოცილი თევზის ზუსტი მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ კარჩხანის მასიური დახოცვა ამავე წლის 19 მარტს შეამჩნიეს ნინოწმინდაში სოფელი თორიის პატარა ტბაში და ტბაში , რომელიც ქალაქ ნინოწმინდასა და სოფელ დიდ ხანჩალს შორის მდებარეობს.