სომხეთის გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლაბორატორიული PCR ტესტების ჩატარება აღადგინეს. ინფორმაციას შრომისა და ჯანდაცვის ინსპექცია ავრცელებს.
ცვლილებები 2020 წლის 11 სექტემბრის სრ მთავრობის No1514 დადგენილებაში შევიდა.
დადგენილების თანახმად, სომხეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ, თუ ისინი უარს იტყვიან დაწესებული ზომების გამოყენებაზე – ARMED სისტემაში რეგისტრაციაზე ან ვაქცინაციის მოწმობის არ ქონა.
სომხეთის გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე ყოველთვის შეეძლოთ PCR ტესტის გაკეთება და ქვეყანაში შესვლა, ტესტის შედეგების მიღებამდე იზოლაციის პირობით (რაც ხშირად არ იყო მეთვალყურეობის ქვეშ). 1-ლი დეკემბრიდან, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა გაუქმდა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ მათ აქვთ კოვიდ პასპორტი ან PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, რომელიც ქვეყანაში შესვლამდე არა უადრეს 72 საათის ჩატარებულია. რამდენიმე დღის შემდეგ სომხეთის მთავრობამ კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც განახლდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტესტის ჩაბარების შესაძლებლობა.