ყოველწლიურად სარწყავ სეზონსა და ზამთარში, ბევრისთვის წყალმომარაგება პრობლემად იქცა. ზამთრის ყინვებში ზოგი გათბობის სისტემას წყლის წნევის ნაკლებობის გამო ვერ რთავს.
თუ სარწყავ სეზონზე შესაძლებელია როგორმე წნევის დაწევა, მივიღოთ და შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ კარტოფილის მოსავალი გადასარჩენი გახდება, რადგან ზამთარში წყლის წნევა მცირდება.
ზამთარში წყალი არა მხოლოდ ჰიგიენა და კომფორტია სარეცხი მანქანების სახით, არამედ გათბობაც, რადგან წყლის წნევის გარეშე გათბობის სისტემები არ მუშაობს. უპირველეს ყოვლისა, პრობლემა ახალქალაქში მრავალსართულიან შენობებს, ასევე შედარებით მაღალ მიდამოებში მცხოვრებ ხალხს ეხება. ყოველივე სოფელ ხოსპიოს მოსახლეობის ნაწილსაც აწუხებს.
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობა ირწმუნება, რომ სოფელში წყლის პრობლემა არ აქვთ, თუმცა, აღიარებენ, რომ ყინვის გამო მილები არ სკდება, ამიტომ ეზოებში წყალს ტოვებენ, რომ გამუდმებით მოედინოს.
„რა ვქნათ, ეზოებში მილებს ხომ არ გავყინავთ, რომ გასკდეს?“ – განაცხადეს ერთხმად.
არ ითვალისწინებენ იმას, რომ სოფლის სხვა მცხოვრებლებს ამის გამო საკმარისი წყალი არ აქვთ, თუნდაც – სახლის გაათბობისთვის.
ხოსპიოს მკვიდრი გიული მიიჩნევს, რომ წყალთან დაკავშირებით სიტუაცია რაღაც მხრივ გასაგებია, მაგრამ არა ზამთარში, როცა ახალქალაქში ყინვა -15 – -20 გრადუსია და გაზით გათბობაა საჭირო, ხოლო გათბობის სისტემების მუშაობას მხოლოდ გაზი არ სჭირდება.
„წყალი წვრილი ნაკადულით მოედინება. შემოდგომაზე მიწას რწყავენ, ამის გაგება შეიძლება, მაგრამ ზამთარში რას რწყავენ? თოვლს? ეზოებში ყველა ონკანი ჩართულია და ცოტა შემაღლებულზე ვინც ცხოვრობს წყალი არ აქვთ, სარეცხი მანქანისა გამათბობლის ჩართვა შეუძლებელია. ასე როგორ შეიძლება? ეზოში ჩვენც გვაქვს ონკანი, მაგრამ ჩემმა ქმარმა დიდი ხნის წინ დაკეტა“, – განმარტავს გიული და ონკანს გვიჩვენებს.
მსგავსი ვითარებაა სოფელ ხოსპიოს მცხოვრები ხვიჩი ხუციშვილისა და სულიკო მაცუკატოვის სახლში.
პრობლემაა ტექნიკაც, რომელიც წნევის დაცემის შემდეგ, შეიძლება გაფუჭდეს.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თქმით, ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ თავად მცხოვრებლებს შეუძლიათ.
„ამჟამად არანაირი რეგულაცია არ არის. გამოსავალი მხოლოდ ერთია – მრიცხველების დადგმა. ყინვების დაწყებისას ეზოებში წყალს ხსნიან, რომ არ გაიყინოს, ამიტომ წნევა საკმარისი აღარ არის, რათა წყალი მაღლა ამოვიდეს. ეს პრობლემა ყოველწლიურად იგივე ფორმით გვევლინება და პრობლემადვე რჩება. დაგეგმილია ცალკე ხაზების გაყვანა, მაგრამ მომავალი წლისთვის. ამ დროისთვის საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ წყალი ნაკლებად უნდა იყოს ჩართული, რომ მილსადენმა წნევა შეინარჩუნოს, რათა სხვებმაც მიიღონ წყალი“. – აცხადებს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი.
ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების ბევრ მცხოვრები ასეთი მდგომარეობაში წელიწადის უმეტეს ნაწილს ატარებენ. თავდაპირველად სარწყავი სისტემის დასრულებას ელიან, შემდეგ კი – ზამთრის ყინვების.